აღდგომა – მაცხოვრის ცადამაღლება ჯვარცმის შემდეგ
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „კვერცხი“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზედა ფალანგაში მოხრილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები კრავენ მუშტს, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან, თითი ეხება ტუჩებს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გატეხვა“ – ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, მოხრილი თითები ცერებს წვერებით ეხება, ხელები ერთმანეთისკენ გადაადგილდება და ბოლო ფაზაში თითებით ეხება ერთმანეთს. ჟესტი სრულდება სახისა და მკერდის დონეზე.