აეროპორტი _ საჰაერო პორტი, აეროდრომი
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, იკონური სიტყვა-ჟესტი „თვითმფრინავი“ _ ხელისგული მიმართულია წინ და ქვევით, გაშლილია ნეკი და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადგილი“/ „ტერიტორია“ _ ქვევით მიმართულია ხელისგული გაშლილი თითებით, სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მხრებისა და მკერდის დონეზე.