საგიჟეთი _ სულით ავადმყოფთა სამკურნალო დაწესებულება, ფსიქიატრიული საავადმყოფო
რთული ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „გონება“ _ ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი და შუბლზე მიდებულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ცოტა“ _ ზევით მიმართულია ხელისგული, ცერი მრავალჯერადი მოძრაობით ეხება საჩვენებელი თითის წვერს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია; ჟესტის მესამე, ბოლო ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „დანიშნულება“ _ წინ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ფალანგებში მოხრილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.