საბედისწერო _ ბედისწერით განსაზღვრული, დამღუპველი, საუბედურო, ცუდი შედეგის მქონე
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ჯვარი“ / „ბედისწერა“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, საჩვენებელი თითი ეხება შუბლს და ჯვარს გამოსახავს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „უბედური შემთხვევა“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, ცერები ეხება არათითების წვერებს, დანარჩენი თითები გაშლილია და წინ მიმართული, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.