როგორც

2

როგორც _   რანაირადაც, რაგვარადაც;  -ც-ნაწილაკდართული როგორ, იხმარება კავშირად

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი _ მარცხნივ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართულია ცერი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი, ნაწილაკი „-ც“ _ მარცხნივ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა ქვევით და მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია მხრებისა და მკერდის დონეზე.