რკინიგზა

10

რკინიგზა _   მატარებლის გზა, რკინის გზა

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სადგური“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და  ერთმანეთისკენ მიმართულია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, მარცხენა გაშლილ თითებზე განთავსებულია მარჯვენა ხელის გაშლილი თითები, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება ქვევით მიმართული რკალური ტრაექტორიის განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ქვევით გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ და ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ლიანდაგი“ _ ქვევით მიმართულია ხელისგულები, ფართოდ გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.