რეცეპტი

6

რეცეპტი  _    ექიმის მიერ აფთიაქში წარსადგენად შედგენილი ბარათი, რომელშიაც აღნიშნულია წამლის შემადგენლობა, აგრეთვე ავადმყოფის მიერ მისი მიღების წესები

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დაწერა“/ „ჩამოწერა“ _ მარჯვნივ და ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით, ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული, ცერი ეხება გაშლილი და ფალანგებში ერთად მოხრილი თითების წვერებს, მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს და ქვევით მოძრაობს კლაკნილი ტრაექტორიით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „წამალი“ _ სახის წინ განთავსებული ხელისგული მიმართულია ქვევით, გაშლილი და მარცხნივ მიმართულია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, გაშლილი თითებით სრულდება მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და სახის დონეზე.