რეფლექსი _ ცოცხალი ორგანიზმის რეაქცია გარეგან გაღიზიანებაზე, ხორციელდება ნერვული სისტემის მონაწილეობით
ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია მარცხენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, ქვევით მიმართულია ზევით განთავსებული მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და ქვევით მიმართული საჩვენებელი თითი ეხება მარცხენა ხელისგულის ზურგს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელი ზევით გადაადგილდება. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.