რეკონსტრუქცია

7

რეკონსტრუქცია   _   ძირფესვიანი გარდაქმნა, გადახალისება, გაუმჯობესება, ახალი პრინციპების მიხედვით, უკეთესად მოწყობა

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული,  დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გადალაგება“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ქალაქი“ _  ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული გაშლილი თითებით და ქვევით ჩაწეული შუათითით, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა ქვევით და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.