რეზოლუცია _ ყრილობაზე, კრებაზე, თათბირზე მიღებული დადგენილება, გადაწყვეტილება
ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, სხეულისკენ მიმართულია მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და მარცხენა ხელისგულისკენ მიმართულია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა ტეხილი ტრაექტორიით ჯერ ზევით და შემდეგ კი _ მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.