ჟურნალი _ წიგნის სახის პერიოდული გამოცემა
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური სიტყვა-ჟესტი „გადაშლა“ / „გადაფურცვლა“ _ მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია ზევით, ზევით განთავსებული მარჯვენა ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, გაშლილი და ქვევით მიმართულია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ და გაშლილი თითებით ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ფორმა _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართული თითებით, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება ჯერ განსვლითი, შემდეგ კი ქვევით მიმართული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მხრებისა და მკერდის დონეზე.