პროდუქტიული

9

პროდუქტიული  _    პროდუქტის მომცემი, ნაყოფიერი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შედეგი“ _ მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით, სხეულისკენ მიმართულია მარცხენა ხელისგულზე განთავსებული მარჯვენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარჯვნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „საუკეთესო“ _ ქვევით მიმართულია სახის წინ განთავსებული ხელისგული, ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს, ბოლო ფაზაში წინ მიმართულია ხელისგული იმავე კონფიგურაციით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.