პრინციპი _ რომელიმე თეორიის, მოძღვრების, მეცნიერების ამოსავალი დებულება, სახელმძღვანელო იდეა, თვალსაზრისი
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ცელქი“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, ფართოდ გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი საჩვენებელი და შუა თითებით ხელი ეხება სახეს ცხვირთან, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ხელი წინ მოძრაობს და ბოლო ფაზაში მუშტად შეკრულია თითები; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მიზანსწრაფვა“ _ მარცხნივ მიმართულია მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და წინ მიმართული თითებით, მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით, მარცხენა ხელი წინ მოძრაობს და ეხება მარჯვენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.