პრეტენზია

6

პრეტენზია    წარმოდგენა

 

რთული ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ნახვა“  – სხეულისკენ მიმართულია  ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა წინ და ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მაგალითი“ – ზევით და მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია სხეულისკენ და ზევით, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს; პირველი ორი ჟესტი ერთად ნიშნავს „ჩვენებას“; ჟესტის მესამე, ბოლო ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მოყოლა“ – წინ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ზევით აღმართულია მარჯვენა ხელის თითები, მარცხენა ხელის შუა და ცერი თითები ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, ხელები ინაცვლებენ კონფიგურაციებს. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.