პრაქტიკა

4

პრაქტიკა   _   ადამიანთა მოქმედება  წარმოების პროცესში, წარმოადგენს თეორიის საფუძველს

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ცოდნა“ / „სწავლა“ _ ქვევით მიმართულია ხელისგული, ცერი ეხება საჩვენებელი და შუა თითების წვერებს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, შუბლის წინ სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „პროფესია“ _   ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ზედა ფალანგებში ერთად მოხრილი, ერთმანეთისკენ მიმართული თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.