პოეზია

10

პოეზია  _  სიტყვებით გამოხატული მხატვრული შემოქმედება, რომელიც სახეების საშუალებით ასახავს სინამდვილეს,  რიტმულად მოწესრიგებული მეტყველება,  ლექსები

 

ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი „ლექსი“ / „სიტყვების ჩამონათვალი წყობით“ _ სხეულისკენ მიმართულია მარჯვენა ხელისგული გაშლილი და წრიულად მოხრილია ცერი და საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით, მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს, სრულდება კლაკნილი ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „დანიშნულება“ _ ხელისგულები მიმართულია წინ, მოხრილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.