პლაჟი _ ზღვის, მდინარის, ტბის გაშლილი ნაპირი, რომელიც გამოდგება საბანაოდ და მზის აბაზანების მისაღებად
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური სიტყვა-ჟესტი „ცურვა“ _ ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მზე“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, ცერი ეხება მოხრილი თითების წვერებს, მომდევნო ფაზაში სახის წინ განთავსებულია ხელისგული ფართოდ გაშლილი თითებით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და სახის დონეზე.
