პალტო _ ზევიდან ჩასაცმელი გრძელი, სახელოებიანი სამოსელი, ლაბადა
ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მუშტად შეკრული თითებით სხეულისკენ მიმართულია მხრებთან განთავსებული ხელისგულები, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება ქვევით მიმართული რკალური ტრაექტორიის მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარცხნივ და ქვევით გადაადგილდება, მარცხენა _ მარჯვნივ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.