ნიადაგი _ დედამიწის ქერქის ზედა შრე, რომელშიც მცენარე ფესვებს იდგამს და რომელიც მის საკვებ მასალას შეიცავს
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მიწა“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, მარჯვენა ხელის გაშლილ თითებს უჭირავთ მარცხენა ხელის გაშლილი ნეკი, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, მარჯვენა ხელი მარჯვნივ მოძრაობს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადგილი“ _ ქვევით მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით, მარჯვენა ხელი ზემოდან ადევს და ეხება მარცხენა ხელისგულის ზურგს, ორივე ხელით ერთად სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.