ნელთბილი _ ოდნავ თბილი
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გრილი“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება ზევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ზევით გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ და ზევით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „თბილი“ _ სხეულისკენ მიმართულია სახის წინ განთავსებული ხელისგული გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.