ნებაყოფლობითი

4

ნებაყოფლობითი _    ნებაყოფლობის საფუძველზე შექმნილი, თავისი ნებით
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „თვითონ“ – მუშტად შეკრული თითებით სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, ცერი ეხება მკერდს ჯერ მარცხენა, შემდეგ კი _ მარჯვენა მხარეს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ავტონომია“ / „დამოუკიდებელი“ _ გაშლილია ცერი და საჩვენებლი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ხელისგული სხეულისკენაა მიმართული და ხელი განმეორებად, წრიულ მოძრაობას ასრულებს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.