ნაძალადევი

1

ნაძალადევი  _  ძალდატანებით გამოწვეული, არაბუნებრივი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მოთმენა“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ცერი ეხება მკერდს, სრულდება მოძრაობა ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ბრძანება“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და სახის დონეზე.