ნაცარი _ წვის შედეგად დარჩენილი მტვრის მსგავსი მასა
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ (შეშის)ცეცხლი“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და წინ მიმართულია არათითი, შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ფხვნილი“ _ ქვევით მიმართულია ხელისგულები, ორივე ხელის ცერები განმეორებადი მოძრაობით ეხება გაშლილი და ქვევით მიმართული თითების წვერებს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.