ნაღვლიანი

6

ნაღვლიანი  _  დარდიანი, სევდიანი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ნაღველი“ _  სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი და  ფალანგებში მოხრილი თითებით, ხელი ეხება მკერდს, ოდნავ მარცხნივ გადაადგილდება და ისევ ეხება მკერდს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ _ ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.