ნაღდი _ ნამდვილი, უტყუარი
ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება განმეორებითი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.