ნატვრა

1

ნატვრა  _   ოცნება, დიდი სურვილი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ნდომა“  _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი და სხეულისკენ მიმართული თითებით, სრულდება მოძრაობა სხეულისკენ და ხელი ეხება მკერდს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ოცნება“ _  საფეთქელთან განთავსებული ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, გაშლილი და ზევით აღმართული თითების რხევით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და სახის დონეზე.