ნაპერწკალი

7

ნაპერწკალი _  ცეცხლმოდებული ან გავარვარებული ნივთიერების ნაწილაკი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, მრავალფაზიანი სიტყვა-ჟესტი „ალი“ / „ცეცხლი“ _ ხელისგულები ერთმანეთისკენაა მიმართული, ნეკისა და ცერის წვერები ერთმანეთს ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ნაპერწკალი“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილია საჩვენებელი თითები, ცერები ეხება საჩვენებელ თითებს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.