ნამუშევარი _ რაც მუშაობით, შრომით შეიქმნა, ნაშრომი, ნაღვაწი, შემოქმედების შედეგი
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „კეთება“ /“მუშაობა“ _ მუშტად შეკრული თითებით სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით და ხელი ეხება მარცხენას; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „განლაგება“ _ წინ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მხრებისა და მკერდის დონეზე.