ნამუსიანი _ პატიოსანი, სინდისიერი
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ნამუსი“ _ ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი და სხეულისკენ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან, თითი ეხება ლოყას; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გრძნობა“ _ ქვევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, ქვევით მიმართულია მარცხენა ხელის ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და ქვევით მიმართული მარჯვენა საჩვენებელი თითი ეხება მარცხენა ხელისგულის ზურგს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა ზევით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.