ნალი

5

ნალი _   ჩლიქის მოყვანილობის ბრტყელი რკინა, რომელსაც მუშა საქონელს (ცხენს ან ხარს) აკრავენ ჩლიქებზე

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური

სიტყვა-ჟესტი „ცხენი“ _ ხელისგულები მიმართულია ქვევით, მარჯვენა ხელის გაშლილი შუა და საჩვენებელი თითები გარდიგარდმო ადევს მარცხენა ხელის გაშლილ და წინ მიმართულ საჩვენებელ თითს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია ორივე ხელზე; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ფორმა _  წინ მიმართულია ერთმანეთთან ახლოს მიტანილი ხელისგულები, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია ცერი და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები კრავენ მუშტებს, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება რკალური ტრაექტორიის ქვევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ქვევით გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.