ნალექი _ ლექი, სითხეში შერეული გაუხსნელი ნივთიერება, რომელიც პატარა მკვრივი ნაწილაკების სახით გროვდება რაიმე ფსკერსა და კედლებზე
ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, მარცხნივ მიმართულია ზევით განთავსებული მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია ცერი და საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.