ნათქვამი

2

ნათქვამი  _  მონათლული ნათლიის მიმართ

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სიტყვა“ _ მარცხენა ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელისგული მიმართულია ზევით, მოხრილი ცერი და საჩვენებელი თითი გამოსახავენ ღია წრეს, მარჯვენა ხელი მოძრაობს მარცხნივ და ეხება მარცხენა საჩვენებელ თითს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ თქვა“ _ ხელისგული მიმართულია ქვევით, გაშლილი და მარცხნივ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სახის წინ სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და სახის დონეზე.