ანდაზა – ხალხური გონებამახვილური მოკლე გამონათქვამი
რთული ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ძველი“ – ხელისგული სახისკენაა მიმართული, თითები შეკრულია მუშტად, საფეთქელთან ხელი ეხება სახელს და ქვევით მოძრაობს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ნამდვილი“ – ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ორივე ხელით სრულდება განმეორებითი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის ბოლო ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გამონათქვამი“ – წინ მიმართულია ხელისგულები, ცერი და შუა თითი ერთმენეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, ბოლო ფაზაში წინ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით. ჟესტის სრულდება სახისა და მკერდის დონეზე.
