ნაზად

7

ნაზად   _     სათუთად, აზიზად, სუსტად

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილია ნეკი, შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შეჩერდი“ _ ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით მიმართულია წინ, სრულდება განმეორებითი მოძრაობა წინ და უკან. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.