ნავსადგური

5

ნავსადგური   _  გემების მისადგომი სადგური, ნავსაყუდელი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გემი“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და წინ მიმართული თითები ერთმანეთის წვერებით ეხება და ხელები წინ გადაადგილდება ერთად; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სადგური“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და წინ მიმართულია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, მარჯვენა ხელის გაშლილი თითები ზედ ადევს მარცხენა ხელის თითებს; რკალური ტრაექტორიით სრულდება ქვევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ქვევით გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.