ნაგლეჯი

8

ნაგლეჯი  _  ნაფლეთი, ნახევი, ნაწყვეტი

 

 

ორხელიანი, ასიმეტრიული ჟესტი, მარჯვენა ხელისგული მიმართულია წინ და ქვევით, მარცხენა ხელი ზევითაა მიმართული და მარჯვენა მაჯის ქვეშაა განთავსებული, ორივე ხელზე თითები შეკრულია მუშტებად; სრულდება განსვლითი ტრაექტორიის სინქრონული მოძრაობა: მარჯვენა ხელი  მარჯვნივ და ზევით გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ და ქვევით, ბოლო ფაზაში ორივე ხელზე გაშლილია საჩვენებელი, შუა და არათითი, ხოლო დანარჩენი თითები ჩაკეცილია. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.