ნაგავი

5

ნაგავი _  უვარგისი ნარჩენები, ჭუჭყი, მტვერი, უსუფთაობა

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი  „აყროლებული“ _ მარჯვნივ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი შუა და საჩვენებელი თითების წვერებით ხელი ეხება სახეს ცხვირთან, მომდევნო ფაზაში იმავე კონფიგურაციით სახის წინ სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ნარჩენები“/ „ნაგავი“ _ მუშტად შეკრული თითებით წინ მიმართულია ხელისგული, საჩვენებელი თითი შემოხვეულია ცერზე, სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მხრების დონეზე.