ანალოგია – მსგავსება, იგივეობა, მსგავსება არაიგივეობრივ საგანთა, მოვლენათა და ცნებათა შორის
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ფორმა“ – წინ მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით, გაშლილი და სახისკენ მიმართული ცერებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მსგავსება“ – გაშლილი ხელისგულები ქვევითაა მიმართული ქვევით დაშვებული თითებით, ხელები ერთმანეთისკენ მოძრაობს. ჟესტი სრულდება სახისა და მკერდის დონეზე.
