მომაბეზრებელი – ვინც ან რაც (თავს) აბეზრებს ვისმე, დამღლელი, აბეზარი
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მობეზრება“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, ფართოდ გაშლილი და მარცხნივ მიმართული თითებით ხელი ეხება მკერდს, რკალური ტრაექტორიით სრულდება მოძრაობა ქვევით და ბოლო ფაზაში მუშტად შეკრული თითებით წინ მიმართულია ხელისგული; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ყელში ამოსვლა“ – მარცხნივ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ნიკაპზე მიდებულია ზევით აღმართული საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა წინ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და სახის დონეზე.
