მოახლოება – ახლოს მოტანა (მოყვანა), ახლოს მოსვლა, დაახლოება
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ახლოს“ / „ცხვირწინ“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან, საჩვენებელი თითი ეხება ცხვირის წვერს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი „ახლოს“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობას წინ და უკან, ხელი ეხება მარცხენა ხელისგულის ზურგს. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.
