მკაცრად – სასტიკად, ულმობლად, მტკიცედ
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური, მითითებითი სიტყვა-ჟესტი „გული“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი თითებით, ქვევით ჩაწეული შუა თითი ეხება მკერდს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ფორმა – მუშტად შეკრული თითებით სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, ზევით განთავსებული მარჯვენა ხელი ქვევით მოძრაობს და ეხება მარცხენა ხელს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.
