მისჯა – სასჯელის გამოტანა, სასჯელის დადება
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დასჯა“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, მარჯვენა ხელი მარცხენა ხელის წინაა განთავსებული და ასრულებს განმეორებად მოძრაობას წინ და უკან, ხელი ეხება მარცხენა ხელისგულის ზურგს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მიცემა“ – მარცხნივ მიმართულია ხელისგული მუშტად შეკრული თითებით და ცერზე შემოხვეული საჩვენებელი თითით, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა წინ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.
