მეჩვიდმეტე – რიგით ჩვიდმეტი
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური
სიტყვა-ჟესტი „ შვიდი“ – წინ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, სხეულისკენ და მარცხნივ მიმართულია მარჯვენა ხელისგული, ხელი მარცხნივ მოძრაობს, გაშლილი ცერი და საჩვენებელი თითები ეხება მარცხენა ხელისგულს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „რიგობითობა“ – წინ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, სხეულისკენ მიმართულია მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით, მარჯვენა ხელი მარჯვნივ მოძრაობს თითების რხევით. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.
