ამისი – რაც ამას ეკუთვნის, ამისგან მომდინარე
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „ეს“/ „ამ“ – ხელისგული ქვევითაა მიმართული, გაშლილი და ქვევით მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია სიტყვა-ჟესტი „ კუთვნილება” – ხელისგული ზევით და სხეულისკენაა მიმართული, გაშლილი და ზედა ფალანგებში ერთად მოხრილი თითები ზევით მიემართება, ხელი მარცხნივ და წინ მოძრაობს. ჟესტი სრულდება მარცხენა მხართან.
