მებაღე – ბაღის მომვლელი და მეთვალყურე
რთული ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ბაღი“ – ერთმანეთისკენ და სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები ზევით აღმართული ცერებით, გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით, თითები ერთმანეთს მსუბუქად ეხება; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მეთვალყურე“ – ქვევით მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა წინ; ჟესტის მესამე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ – ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.
