ლილა – მინერალური ლურჯი საღებავი, იყენებენ თეთრეულის რეცხვისას
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ლურჯი“ – ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი და წრიულად მოხრილი საჩვენებელი თითით და ცერით გამოსახულია ღია წრე, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი – ხელისგულები მიმართულია ქვევით გაშლილი და ქვევით მიმართული თითებით, ცერები ეხება თითების წვერებს, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მხრებისა და მკერდის დონეზე.