ლენტი

4

ლენტი   გრძელი ქსოვილი ქალის თმების ან ტანისამოსის დასამშვენებლად, რაიმე მსუბუქი ნივთების შესაკრავად ან ჩამოსაბმელად და სხვ.

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთთან ახლოს მიტანილი ხელისგულები ერთმანეთისკენაა მიმართული გაშლილი და წრიულად მოხრილი ცერებით და საჩვენებელი თითებით, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.