ლეიბი – გავსებული საგები, რაზედაც წვებიან. ლოგინის ქვეშაგები
ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი – წინ მიმართულია ერთმანეთთან ახლოს მიტანილი ხელისგულები გაშლილი და ფალანგებში ერთად მოხრილი თითებით, ცერები განმეორებადი მოძრაობით ეხება გაშლილი თითების წვერებს და სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა – მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.