ლაქა – განსხვავებული ფერის პატარა ადგილი, ნიშანი რისამე ზედაპირზე, ჭუჭყად ჩამჯდარი და დაჩნეული რამე
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ცხიმი“ – წინ მიმართულია ხელისგული, შუა თითი და ცერი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ფორმა – მარცხენა მკლავთან განთავსებული მარჯვენა ხელისგული მიმართულია ზევით და სხეულისკენ, საჩვენებელი თითიდა ცერი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, მარცხენა ხელისგული მიმართულია ქვევით გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, მარჯვენა ხელით სრულდება სპირალური ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით და ხელი რამდენჯერმე ეხება მარცხენა მკლავს. ჟესტი წარმოდგენილია მხრებისა და მკერდის დონეზე.