ლარი – ქართული ფულის ერთეული
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ფული“ – ზევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ცერი განმეორებადი მოძრაობით ეხება გაშლილი თითების წვერებს; ჟესტის მეორე ნაწილია ძველი ანბანის დაქტილი „ლ“. ჟესტი წარმოდგენილია მხრებისა და მკერდის დონეზე.